Sunday, September 10, 2017

ტრენინგის 9 დღე

    დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. გავიარეთ მერვე მოდული. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ვირტუალურ სივრცეში და შემდეგ ბლოგზე. ვნახეთ ერთმანეთის ნაშრომები. გავაკეთეთ პრეზენტაცია.
     ინტელის ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემი იყო  ჩემთვის. ამ დღეების განმავლობაში  ძალიან ბევრი რამ შევისწავლე თეორიულად და პრაქტიკულად, რაც პროფესიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
      ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დამეხმერება მომავალში სრულყოფილად დავგეგმო და  განვახორციელო  პროექტი კლასში.
    დიდი მადლობა ატომური ენერგიის ქალბატონს დიანა მიქაძეს ასეთი სრულფასოვანი და საინტერესოდ ჩატარებული ტრენინგისათვის , დიდი მადლობა მუხლჩაუხრელი და თავდაუზოგავი შრომისათვის. ძალაიან მომენატრები...
ტრენინგის 8 დღე   


დღეს ტრენინგის მერვე  დღეა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. გავეცანით აღქმის  ხუთ  სტილს .გავაკეთეთ ტესტი. გავეცანით და  განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის განვითარების თეორია. ვიმუშავეთ ბლოგზე.
  ავტვირთეთ  და გამოვაქვეყნეთ მოსწავლის ნამუშევარი  და  პროექტის პრეზენტაცია.
ტექნიკურად ყველაზე რთული და დატვირთული დღე იყო.
მადლობა ტრენერს ასეთი სრულფასოვანი  ტრენინგებისთვის...
ტრენინგის 7 დღე

 დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო.
  გავიარეთ შეფასების რუბრიკები. გავიარეთ ფასილიტაცია  და გავეცანით რა დახმარებას უწევს მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტის განმავლობაში. ვისწავლეთ კომენტარები.
კიდე ერთხელ მოგვცა საჭირო მითითებები პროექტის გეგმებთან დაკავშირებით.
  მადლობა ქალბატონ დიანას ...
ტრენინგის 6 დღე


    ტრენინგის მეექვსე  დღე. გავეცანით როგორ  გავაკეთოთ პრეზენტაცია.
შევისწავლეთ ჩვენი პროექტის საპრეზენტაციო სლაიდში ჩასმა. ასევე შევიწავლეთ
კომენტარების გაკეთება ბლოგზე .
 გავეცანით მოსწავლეთა ნიმუშებს.
ტრენინგის 5 დღე

    დღეს მეხუთე დღეა. ტრენერმა ინდივიდუალურად შეამოწმა ჩვენი  დავალება-პროექტის გეგმა და შესაბამისი უკუკავშირიც გააკეთა.
  გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ვისაუბრეთ მის შესახებ.


ტრენინგის 4 დღე

     ტრენინგის მეოთხე ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი  იყო.ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა . ფონის შეცვლა. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს . ხუთი სტრატეგიიდან  ოთხი განმავთარებელია, ერთი განმსაზღვრელი.შეფასების სტრატეგიების ცოდნა მოსწავლეების ნაშრომის შეფასებაში დამეხმარება. მადლობა ქალბატონ დიანას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის...
ტრენინგის 3 დღე    

       დღეს ტრენინგის  მესამე  დღეა. გავეცანით  21-ე   საუკუნის უნარ-ჩვევებს.
სტანდარტს .ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე.
დავათვალიერეთ დაწყებითი, საბაზო  და საშუალო საფეხურის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. საკმაოდ დატვირთული დღე იყო.

ტრეაანინგის 2 დღე
 
     ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით ბლოგის შექმნას. შევქმენით ჩვენი ბლოგი.ასევე გავეცანით მასწავლებლის გეგმებს.  ვისაუბრეთ სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვაზე. ბროშურების შექმნაზე. საინტერესო და ნაყოფიერი  იყო ეს დღეც.


ტრენინგის 1 დღე
 
   ტრენინგის პირველი დღე ჩემთვის ემოციებით დატვირთული იყო. გავეცანით პროექტით სწავლებას.  ვნახეთ ფილმი პროექტთან დაკვშირებით. ასევე გავეცანით ელექრონულ წიგნს და სხვის შექმნილ საქაღალდეებს. რაც მთავარი და  დამნიშვნელოვანია ტრენერით ვარ ძალიან აღფრთოვანებული. მადლობა მასწავლებელთა სახლს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის და არაჩვეულებრივი ტრენერისთვის.